ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების ზედამხედველობით შესრულდა.
ოზურგეთში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი კოპალიანების ოჯახს აფხაზეთის მთავრობამ დიდთოვლობის დროს დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად საჭირო მასალა გადასცა.
ქობულეთში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით განხორციელდა მე-7 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქალაქ ჯვარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწია.
გიორგი დათუაშვილმა ასევე სამუშაო შეხვედრები გამართა ზუგდიდისა და სენაკის მერიაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები განიხილა. ჩატარდა ტრენინგები აფხაზეთის მთავრობის მიერ დანერგილი ელექტრონული პორტალის გაცნობის მიზნით.
თაგები:
დევნილები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს