Logo

ლევან ნიკოლეიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას

პოლიტიკა
60
Frontnews image description

როდესაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში კვლავ დგება მცდელობა, ეჭვქვეშ დადგეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს თავად კრიტიკის არსსა და მის მოტივაციებთან დაკავშირებით -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების ფონდებიდან პროცენტიან სესხებს გასცემს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში  გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა“.

"როდესაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში კვლავ დგება მცდელობა, ეჭვქვეშ დადგეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს თავად კრიტიკის არსსა და მის მოტივაციებთან დაკავშირებით. 

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო  საქმიანობა წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს, რომელიც მოიცავს მრავალმხრივ მხარდაჭერას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გარემოსდაცვითი პროექტებისა და სპორტის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივები არაერთ შემთხვევაში დაკავშირებულია კონკრეტულ, დადასტურებად და ხელშესახებ შედეგებთან, რაც მათ საზოგადოებრივ მნიშვნელობას კიდევ უფრო ამყარებს.

ამ ფონზე, მისი ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ  უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას. ამგვარი დისკრედიტაციის მცდელობები ხშირად თანხვედრაში მოდის გარე ინტერესებთან და ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ემსახურება წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში გამოხვეული "უსამშობლო აგენტურაა“, - წერს ნიკოლეიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები