
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, სულ ახლახან მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, ბუნებრივია, მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო.
“ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, საჯაროდ აკრიტიკებენ და მსჯელობენ საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ასევე ხშირად ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. სულ ახლახან მათ მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები, მათ შორის - დიდი ალბათობით - უკვე გარდაცვლილი პირებიც. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს.
მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, მაშინ ბუნებრივია, რომ მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო. ასეთი გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით ევროპარლამენტს, აშკარად სერიოზული ლპობის სუნი ასდის”, - წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს