
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ ბრძანეთ, რომ მე აშშ-ს ვასახელებ ჯაშუშურ საქმიანობაში, ეს არის არასწორი და ტყუილი, ასეთი რამ მე არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ ამერიკის ერთ-ერთი ელჩი იყო ჩართული ოპოზიციური აქციების დროს მათ მხარდაჭერაში, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იყო ის პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებაზე.
"თქვენ ბრძანეთ, რომ მე აშშ-ს ვასახელებ ჯაშუშურ საქმიანობაში - ეს არის არასწორი და ტყუილი, ასეთი რამ მე არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ ამერიკის ერთ-ერთი ელჩი იყო ჩართული ოპოზიციური აქციების დროს მათ მხარდაჭერაში. რაც შეეხება კაია კალასს და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოწოდებული არიან, რომ რამენაირად საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, უყენებენ ათასნაირ ულტიმატუმს და შანტაჟს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება არ არის ის გზა, რითაც უნდა წავიდეს საქართველო.
აქედან გამომდინარე, ნეიტრალიტეტი არის ის გზა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. საქართველო არ უნდა იყოს არცერთი ბლოკის წევრი - ეს შეკითხვები დამისვეს და დაგიზუსტეთ უბრალოდ.
საქართველო არ უნდა იყოს არც სამხედრო და არც ეკონომიკური ბლოკის წევრი, ვინაიდან, დაკარგავს სუვერენიტეტს. მე ამის ახსნა სასამართლოზეც მომიწია. არც ნატოში და არც ევროკავშირში ჩვენ არავინ გვღებულობს და თუ ვინმე მასწავლის ისეთ გზას, სადაც მიგვიღებენ ან ერთ, ან მეორე ბლოკში, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მადლობელი დავრჩები.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებაზე", - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს