ლევან რატიანი - პაციენტის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკის, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს


ავტორი
Front News საქართველო
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტი კონტაქტურია.
"პაციენტის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკის. კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრების რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, - განაცხადა რატიანმა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში 7 ივლისს გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა.
თაგები:
ლევან რატიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს