Logo

ლევან სანიკიძე - ძალადობა უნდა ივანიშვილს, ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში მშვიდობა და თავისუფლება, ამიტომ, დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე

პოლიტიკა
172
Frontnews image description

ძალადობა უნდა ივანიშვილს, ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში მშვიდობა და თავისუფლება, ამიტომ, დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის დამფრთხალი.

"ყველაზე მნიშვნელოვანი დილა გათენდა. ჩვენ ვნახეთ ე.წ. საარჩევნო უბანთან მისული ძალიან შეშინებული და ძალიან დამფრთხალი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაექცა ყველანაირ შეკითხვას, იმეორებდა ერთსა და იმავე იდიოტიზმს. აქ უკვე მთავარია, რას იტყვის ქართველი ხალხი, არ გვაინტერესებს, რას ამბობს ივანიშვილი. ფაქტია, რომ ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების უმრავლესობას სწორად აქვს გააზრებული, რომ დღეს ე.წ. რუსული სპეცოპერაციის უბნებზე მისვლა არის ამ ქვეყნის ღალატი და კარგია, რომ იქ არ მიდიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან რუსთაველზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც სჭირდება საქართველოს, მის აწმყოსა და მომავალს.

ჩვენ გუშინ ვნახეთ მუხანათური თავდასხმა იგორ ნარმანიაზე, "ქოცი" "ტიტუშკების", მობილიზებული პარტაქტივის სამარცხვინო ძალადობრივი ქმედება. ამ ქვეყანაში ძალადობა უნდა ივანიშვილს, ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში მშვიდობა და თავისუფლება, ამიტომ, დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement