ლევან სანიკიძე - მუდმივი სანქციების მუხრუჭი, რომელსაც ორბანი ამუშავებდა, აღარ იქნება და აქ დიდი როლი ექნება ჩვენს პარტიას შესასრულებელი

ავტორი
Front News საქართველო
მადიარის პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრი, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა კონტაქტს, რომ კონკრეტული მექანიზმები, რომლითაც ორბანი აჩერებდა ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლას, ეს პრობლემა აღარ იდგეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ამიერიდან უნგრეთი აღარ შეაკავებს.
"ვიქტორ ორბანი ასრულებდა სრულფასოვან როლს, როგორც ვლადიმერ პუტინის საკუთრების და იყენებდა მას ევროკავშირის მუხრუჭად, მეტი არავითარი გეოპოლიტიკური დანიშნულება მას არ ჰქონდა, გარდა ფსევდოკონსტერვატორული გზავნილების გაჟღერების და ევროპაში ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ციტადელის შენებისა, ფსევდოკონსერვატიზმზე მაქვს საუბარი.
მადიარს ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო მეტად უკეთ ჰქონდა საქმე, მინიმუმ, იმის თქმა მაინც შეეძლო, რომ არჩევნებზე ხმის მიცემას აზრი აქვს, ჩვენთან ეს არსებითად განსხვავდება. წინასაარჩევნოდ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორბანის ფინანსებმა, ადმინისტრაციულმა რესურსმა იმიტომ, რომ 16 წელი აკონტროლებდა ხელისუფლებას, პროპაგანდამ, მაგრამ არჩევნების დღეს რა ბიულეტენიც ჩავარდა, ის ციფრი დაჯდა და ჩვენთან ეს არის პრობლემა, განსაკუთრებით 2024 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული. 2024 წელს ამ ქვეყანაში არჩევნები, კლასიკური გაგებით, ფაქტობრივად, ივანიშვილმა დაასრულა და ეს დილემა გვიდგას.
რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით გავლენას, მუდმივი სანქციების მუხრუჭი, რომელსაც ორბანი ამუშავებდა ივანიშვილის სასარგებლოდ, ეს აღარ იქნება და აქ დიდი როლი ექნება ჩვენს პოლიტიკურ პარტიას შესასრულებელი იმიტომ, რომ მადიარის პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრი, ისევე როგორც, "ნაციონალური მოძრაობა", ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა კონტაქტს, რომ კონკრეტული მექანიზმები, რომლითაც ორბანი აჩერებდა ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლას, ეს პრობლემა აღარ იდგეს დღის წესრიგში, რაც საკმაოზე რთული სამუშაო იქნება მაინც, მაგრამ რა შედარებაა ორბანის მარცხის შემდეგ", - განაცხადა გიორგი სანიკიძემ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.
თაგები:
ლევან სანიკიძე




