ლევან სანიკიძე - როცა ძალაუფლება მიტაცებულია და ციხეები პოლიტიკური პატიმრებითაა სავსე, დასავლეთს ექნება შესაბამისი რეაქცია

ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია და ბატონი მახაშვილი, რომელიც ე.წ. პარლამენტის წევრია, ვერ მიიღებს იმ დამოკიდებულებას, რასაც დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი მიიღებდა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან მახაშვილი საუკეთესო შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენელი.
"ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია და ბატონი მახაშვილი, რომელიც ე.წ. პარლამენტის წევრია, ვერ მიიღებს იმ დამოკიდებულებას, რასაც დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი მიიღებდა.
ბატონი მახაშვილი საუკეთესო შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენელი და როდესაც არჩევნებს აყალბებ, უფლებებს ფეხქვეშ თელავ, როდესაც ქვეყანამ შეწყვიტა ევროატლანტიკური გაწევრიანების კურსი 2024 წლის 28 ნოემბერს, როცა ძალაუფლება მიტაცებულია და ციხეები პოლიტიკური პატიმრებითაა სავსე, დასავლეთს ექნება შესაბამისი რეაქცია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს, სადაც განმარტავს, თუ რატომ შეიკავა თავი პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.
თაგები:
ლევან სანიკიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


