Logo

ლევან სანიკიძე - რუსები დაჟინებით ითხოვენ, როგორც ხუთივე პარტიის გაუქმებას, ისე საქართველოს მხრიდან თავზე ნაცრის დაყრას

პოლიტიკა
113
Frontnews
ლევან სანიკიძე - რუსები დაჟინებით ითხოვენ, როგორც ხუთივე პარტიის გაუქმებას, ისე საქართველოს მხრიდან თავზე ნაცრის დაყრას

რუსები დაჟინებით ითხოვენ, როგორც ხუთივე პარტიის გაუქმებას, ისე საქართველოს მხრიდან თავზე ნაცრის დაყრას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს 7 მოსამართლე ამას მიიღებს, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიზანი არა მარტო პარტიების აკრძალვაა, არამედ 2008 წლის ომის ისტორიის გადაწერაა.

"ამ საკონსტიტუციო სარჩელში წამყვანი როლი აქვს თეა წულუკიანის ე.წ. კომისიის დასკვნას. ამ დასკვნაში, გარდა იმ თემებისა, რაც დაკავშირებულია ოპოზიციის აკრძალვასთან და ეს არ ეხება მხოლოდ ხუთ პარტიას, ეს არის მთელი ოპოზიციის აკრძალვა, არის კონკრეტული ჩანაწერი, ეს არის თავი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები, მე მიმაჩნია, რომ ამ საკონსტიტუციო პროცესის უფრო მნიშვნელოვანი მიზანი არის, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ დოკუმენტის მიღება. რუსეთიდან გზავნილები ზუსტად ამ თავის გვერდებთან არის დაკავშირებული, სწორედ რუსეთის ამ დასკვნის 30 გვერდის მიღება არის რუსეთის მთავარ ამოცანა, მეორადი ამოცანა კი პარტიების რეგისტრაციის გაუქმებაა. აქ წერია ყველა ის წინადადება და მნიშვნელოვანი დოქტრინა, რომელსაც 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთი საერთაშორისო სასამართლოებში ამტკიცებს. რუსეთს ძალიან სტკივა, რომ მსოფლიოში ის ვეღარ ასრულებს მშვიდობის მყოფელის ფუნქციას. ეს პირველად გაფორმდა 2008 წლის 7 აგვისტოს და ამ ყველაფრის რევანში არის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი.  

სამწუხაროდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს 7 მოსამართლე ამას მიიღებს და მე მგონია, რომ ეს შეიძლება ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა გახდეს და თუ რამეზე გვექნება სამუშაო ოპოზიციიდანაც კი, ეს არის ის, რომ ამ ჩანაწერის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე არ მოხდეს იმ გამარჯვებების რევიზირება, რაც ჰააგას და სტრასბურგში ქართულმა მხარემ და მათ შორის მაშინდელმა სამხედროებმა, გენერლებმა, მათი ჩართულობით ქართულმა მხარემ იზეიმა. მე მიმაჩნია, რომ ძირითადი მიზანი არის ეს. ის მაკულატურა, რომელიც შეტანილია პარტიების ასაკრძალად, არის ამ 30 გვერდის შესაცურებლად. ამით ვერ იჩივლეს და მოიგონეს, რომ აგენტურას ებრძვიან, ამის დამადასტურებელი არის რუსული პროპაგანდისტული არხები. ყურებიდან სისხლი შეიძლება წამოგივიდეთ მოსმენისას, დაჟინებით ითხოვენ, როგორც ხუთივე პარტიის გაუქმებას, ისე საქართველოს მხრიდან თავზე ნაცრის დაყრას.

რუსები თვლიან, რომ ივანიშვილის ფული არის მათი ფული და ივანიშვილი რომ ქვეყანას მართავს, ეს 100%-ით არის მათი დამსახურება. რუსეთსაც ეჩქარება, უკრაინის ომიდან გამომდინარე, და ეუბნება - საშინაო დავალება შეასრულე, ოპოზიცია გააუქმე და გასაკეთებელი გააკეთეო. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დავალებების შემსრულებელი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები