ლევან სანიკიძე - სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს ყოველდღიურად ივანიშვილის დავალებით


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს – უვიზო შეჩერება არ უნდა შეეხოს მოქალაქეებს, სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ ივანიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ადამიანის უფლებებს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ევროპის დედაქალაქებში. დღეს ვართ ბრიუსელში, სადაც გვქონდა პრინციპული საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროპარლამენტის წევრებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც აქტიურად ვსაუბრობთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ უნდა შეეხოს ჩვენს ოთხ მილიონ თანამოქალაქეს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნობრივ ჯგუფებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს ყოველდღიურად ივანიშვილის დავალებით. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხებოდა პოლიტპატიმრების საკითხს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ბუნებრივია ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხის გმირული ნაბიჯებით არის განპირობებული”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს