Logo

ლევან ცუცქირიძე - მითი, რომ ჩვენ ევროპელი და სხვა პარტნიორები მოგვთხოვდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, აღარ არსებობს

პოლიტიკა
349
Frontnews image description

მითი, რომ ჩვენ ევროპელი და სხვა პარტნიორები მოგვთხოვდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, აღარ არსებობს, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს.

"საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს. ეს მითი, რომ ჩვენ ევროპელი და სხვა პარტნიორები მოგვთხოვდნენ იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო, აღარ არსებობს, მითად დარჩა, ყველამ დაინახა, რომ ეს ასე არ არის იმიტომ, რომ ბრიუსელიდანაც, პარიზიდანაც, ლონდონიდანაც და ბერლინიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება, სანამ "ქართული ოცნება" იქნება და სანამ "ქართული ოცნება" გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ისინი აკეთებენ", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად.

Advertisement