
ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთლიანად მთელი პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას მოიტანს და არ იქნება მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე გათვლილი, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იძულებული გახდება, რომ აშშ-სთან კომპრომისზე წავიდეს.
"აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთლიანად მთელი პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას მოიტანს და არ იქნება მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე გათვლილი. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად ესმის. ბუნებრივია, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი იმიტომ, რომ შეშინებულია, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მას სურს დიქტატურის დამყარების საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ამას ვერ ახერხებს, ეს საქართველოში არ გამოუვა. შესაბამისად, მოუწევთ კომპრომისებს და დათმობებზე წასვლა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ამისი კი ეშინიათ იმიტომ, რომ მათი სისტემა დგას დაშინებაზე", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს