
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით თბილისში კონფერენცია იმართება.
კონფერენციას, რომლის სახელია “რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი” “ქართული ოცნება” არ ესწრება.
ღონისძიება საქართველოში უკრაინის საელჩოს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და ჰოლანდიის საელჩოს ორგანიზებით იმართება და მასში საელჩოების წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ.
“დღეს ვართ ყველაზე ცუდი ურთიერთობის ეტაპზე, რომელიც კი ამ ორ ქვეყანას შორის როდისმე ყოფილა და ეს ძალიან სამწუხაროა. ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა საქართველოს მთავრობა, რომლის არცერთი წარმომადგენელი დღეს არ არის ამ კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს პირადად მე მივმართე წერილებით, თხოვნით, როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, რომ მოსულიყვნენ და საკუთარი მოსაზრებები ეთქვათ. აქ მტრული გარემო არავისთვის არაა. არცერთი მათგანი აქ არაა და ეს არის ნიშანი იმისა, თუ რას ფიქრობს და რას აპირებს, დღევანდელი ხელისუფლება”, – განაცხადა EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს