ლევან ვეფხვაძე – სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა. ბრალდებული სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში იმ მტკიცებულებების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ასაბუთებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ გაითვალისწინა გარემოებები და გამოიყენა სასჯელის ნაწილობრივ შეკრება.
“სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა. ბრალდებული სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში იმ მტკიცებულებების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ასაბუთებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გამოიხატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და მას შემდეგ ჰქონდა რიგი დანაშაულები ჩადენილი, ეს გამოდის დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაული და შესაბამისად, მოსამართლეს ჰქონდა სრული უფლება გამოეყენებინა, როგორც სრული შეკრება, ასევე ნაწილობრივ შეკრება. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივ შეკრება”, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
თაგები:
ლევან ვეფხვაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს