Logo

ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
304
Frontnews
ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი  დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის  პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით.

"აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. ასევე ხაზი გაესვა შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობას  და საქართველოს როლს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები