ლევან ჟორჟოლიანი - საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც მათ, სამომავლოდ, კარიერულ ზრდაში დაეხმარება.
"მნიშვნელოვანია ეს პროგრამა ზოგადად სტუდენტებისთვის - მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისა და მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისათვის, ვინაიდან ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ ან მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში, შეუძლიათ, რომ უკვე გამოიყენონ პრაქტიკაში და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სამომავლო კარიერული ზრდისთვის“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




