ლევიტი – მივიჩნევთ, რომ გვაქვს ბერკეტები სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში და ვაპირებთ გამოვიყენოთ იგი


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ნამდვილად იმყოფება მოსკოვში, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სამშვიდობო შეთანხმებისკენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
“მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბატონი უიტკოფი რუსეთში იმყოფება კრემლთან და ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტისთვის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი მოლაპარაკებების პროცესში”, – აღნიშნა ლევიტმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ არ გაუსწრებს დონალდ ტრამპის ან მისი გუნდის განცხადებებს.
“ვფიქრობ, პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ის მუდმივად იმედგაცრუებულია ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ და მას სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდეს. მას სურს ომის დასრულება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გვაქვს ბერკეტები სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში და ვაპირებთ გამოვიყენოთ იგი და პრეზიდენტი მოწოდებულია, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, – განაცხადა ლევიტმა.
თაგები:
თეთრი სახლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს