ლევიტი - პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
რუსეთზე უკრაინის დრონებით თავდასხმაზე დონალდ ტრამპის რეაქციის შესახებ კითხვაზე მან უპასუხა: "რეაქცია არის ის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს (ტრამპს) სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს და მან ეს ორივე ლიდერს საჯაროდ და პირადად განუცხადა“, - განაცხადა ლევიტმა.
1 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის განადგურების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.
უსაფრთხოების სამსახური თავს დაესხა ოთხ რუსულ აეროდრომს - "ბელაიას", "დიაგილევოს", "ოლენიას" და "ივანოვოს". დარტყმების შედეგად მინიმუმ 41 თვითმფრინავი - Ту-95, Ту-22М3 და A-50 განადგურდა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების მესამედს დაატყდა თავს. რუსეთის ავიაციის დანაკარგებმა შესაძლოა, 7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
თაგები:
თეთრი სახლი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა