
ავტორი
Front News საქართველო
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას არ გამორიცხავს. მთავარი პირობაა, რომ შეხვედრამ ხელშესახები დადებითი შედეგები გამოიღოს, - ამის შესახებ იტყობინება თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი პუტინისგან მოქმედებას და არა მხოლოდ სიტყვებს ითხოვს.
"პრეზიდენტი უკიდურესად მოტივირებულია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმების წარმატებით და მას სურს, რომ ეს ომი (უკრაინაში) დასრულდეს. ის ამას თანამდებობაზე ყოფნის ცხრა თვის განმავლობაში ამბობს.
სამწუხაროდ, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან საკმარისი ინტერესი არ ჩანს მშვიდობისკენ სწრაფვის მიმართულებით. ამიტომ, ორ ლიდერს შორის შეხვედრა გამორიცხული არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი და მთელი ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს შეიძლება ისევ მოხდეს. თუმცა, ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამ შეხვედრიდან ხელშესახები დადებითი შედეგი იქნება“, – განაცხადა ლევიტმა.
თაგები:
კეროლაინ ლევიტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს