Logo

ლევიტი - თავდამსხმელს ტრამპის და ადმინისტრაციის რაც შეიძლება მეტი თანამშრომლის მოკვლა სურდა

მსოფლიო
147
Frontnews image description

თეთრი სახლის პრესმდივნის კეროლაინ ლევიტის თქმით, შეიარაღებული პირი, რომელიც გუშინ საღამოს სასტუმროში შეიჭრა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ცეცხლის გახსნას აპირებდა.

მისი თქმით, საღამო სახალისო უნდა ყოფილიყო, თუმცა ის მკვლელობის მცდელობამ ჩაშალა.

"შეშლილს პრეზიდენტისა და ტრამპის ადმინისტრაციის რაც შეიძლება მეტი მაღალი თანამდებობის პირის მოკვლა სურდა“, - განაცხადა ლევიტმა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა კულისებში მას შემდეგ, რაც აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მათი სწრაფი ევაკუაცია განახორციელა. ლევიტმა აღნიშნა, რომ "ტრამპი ნამდვილად უშიშარი იყო“ და გაიხსენა მისი სიტყვები, რომ პოლიტიკური ძალადობა უნდა დასრულებულიყო.

"მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მათ შორის მამაც აგენტს, რომელმაც მკერდში ტყვია მიიღო და მყისიერად განაიარაღა მსროლელი“, - განაცხადა მან.

აშშ-ში, სასტუმრო Washington Hilton-ში თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ტომას ალენია - მასწავლებელი კალიფორნიიდან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები