ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა


ავტორი
Front News საქართველო
ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა. ლიბიის სხვა დასახლებულ პუნქტებში კიდევ 170 ადამიანია დაღუპული.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ლიბიის ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ძლიერი წვიმების დროს ორი კარშხალი გაირღვა, რამაც დამატებითი პრობლემები შექმნა
ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
თაგები:
წყალდიდობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს