Logo

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

პოლიტიკა
936
Frontnews
ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო.

Delfi-ს ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოს მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.

უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხებათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათი ოჯახების წევრებს, რომლებიც ასევე ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.

მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ესტონეთმა მიიღო.

თაგები:

ლიეტუვა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები