Logo

ლილი გელაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შვილებთან პაემანი ჩანიშნული და გაუუქმეს, იყო ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, გულნატკენიც

სამართალი
685
Frontnews
ლილი გელაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შვილებთან პაემანი ჩანიშნული და გაუუქმეს, იყო ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, გულნატკენიც

მას ჰქონდა შვილებთან პაემანი ჩანიშნული და ის გაუუქმეს, პაემანი ჩანიშნული წინა კვირაში იყო, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა

მისივე თქმით, პაემნის გაუქმება და ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

"მას ჰქონდა შვილებთან პაემანი ჩანიშნული და ის გაუუქმეს, პაემანი ჩანიშნული წინა კვირაში იყო. არ ვიცით, რა გახდა ამის მიზეზი. მე შემიძლია კონტრკითხვა დავსვა - რა იყო მიზეზი, თუნდაც მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება რომ დაიწყეს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მე მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, გულნატკენიც იმიტომ, რომ მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები