Logo

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მოახლოებული მატჩისთვის ემზადება

სპორტი
232
Frontnews image description

არგენტინის ნაკრების და ამერიკული საფეხბურთო კლუბ “ინტერ მაიამის” თავდამსხმელი და კაპიტანი ლიონელ მესი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და მოახლოებული მატჩისთვის მზადება დაიწყო.

მესი არგენტინის ნაკრებიდან დროებით გაათავისუფლეს, რათა “ინტერ მაიამის” მნიშვნელოვან მატჩში მიეღო მონაწილეობა. "ატლანტა იუნაიტედთან" მატჩში მესიმ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

არგენტინის ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას პუერტო-რიკოსთან 15 ოქტომბერს გამართავს.

Advertisement