Logo

ლიზ თრასი – ყველაზე უარესი სცენარი შესაძლოა, განვითარდეს უკვე მომავალ კვირაში

მსოფლიო
20.02.2022 / 15:50
638
Frontnews image description

უკრაინა რუსეთის ინტერვენციის ყველაზე უარესი სცენარის წინაშე შესაძლოა, მომავალ კვირაში დადგეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, ევროპა მე-20 საუკუნის დასაწყისის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

 

“ყველაზე უარესი სცენარი შესაძლოა, განვითარდეს უკვე მომავალ კვირაში. რეალობა ის არის, რომ რუსეთს არ სურს, საათი უკან დააბრუნოს“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

თაგები:

უკრაინა
Advertisement