
ავტორი
Front News საქართველო
ამ ადამიანებმა ნამდვილად იციან, რა ხდება საქართველოში, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს დეპუტატები არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არიან შეშფოთებული, არამედ არადემოკრატიული პროცესებით.
“როგორც წესი, ასეთი განცხადებების ტექსტის შედგენა და ხელმოწერების შეგროვება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს დეკლარაცია სასწრაფო წესით შედგა.
დეკლარაცია საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს სააკაშვილის მკურნალობას და სასწრაფოდ და გადაუდებლად გადაყვანას ევროპაში.
ხელმომწერები მთავარი პოლიტიკური გუნდები არიან, სოციალისტები, კონსერვატორები და IPP. ამ დოკუმენტზე ხელმომწერია ჟაკმე, საფრანგეთის წარმომადგენელი, რომელიც აკვირდებოდა ნავალნის მოწამვლის პროცესებასაც. ამით რისი თქმა მინდა? ამ ადამიანებმა ნამდვილად იციან, რა ხდება საქართველოში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის გადაყვანას და მკურნალობას ითხოვენ ევროპაში, არამედ ძალიან შეწუხებული არიან არადემოკრატიული პროცესებით, რომელიც დღეს საქართველოში ხდება“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
თაგები:
ლიზა იასკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს