
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა 3 კილოგრამი დაიკლო მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტაში გადმოიყვანეს, ის ძალიან სუსტადაა, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“ის ჯერ კიდევ სუსტადაა, შეხვედრის დასაწყისში ის მომეჩვენა უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ორშაბათს, თუმცა ორშაბათს ვიზიტისას მე ვიყავი ძალიან შეშინებული მისი საერთო მდგომარეობით. მუდმივად უტარდება მას სხვადასხვა პროცედურა.
ის გახდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოიყვანეს კიდევ 3 კილოგრამით. რა თქმა უნდა, მუდმივად იმყოფება პალატაში და იმ პოსტრავმული სინდრომით, რომელიც მას აქვს. ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე. ეს ძალიან ცუდია, რადგან ადამიანს ასეთ პირობებში გაცილებით ცუდად შეუძლია რეაბილიტირება“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
მისივე თქმით, “მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება”.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს