ლუდმილა დენისოვა – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში გადაიყვანოს.
ამის შესახებ დენისოვამ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს.
მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე, ასევე მესამე ქვეყანაში, ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, რომელსაც ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება აქვს”, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.


ლუდმილა დენისოვა – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას საერთაშორისო ნორმები

ეგილს ლევიტსი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები

EPP – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაბამის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა