
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას განცხადებით ეხმაურება და საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, მოინახულოს ის ციხეში.
“მაკვირვებს ცინიზმი, თუ როგორ იყო ეს გაკეთებული. ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილი ღამით ადვოკატების გაფრთხილების გარეშე გაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონიული კრიზის შემდეგ ის მძიმედ გრძნობს თავს, მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში საწოლიდან არ დგებოდა.
საქართველოს ხელისუფლების მსგავს ქმედებებს წამებად და უკრაინის მოქალაქისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების ხელყოფის მეთოდად ვაფასებ, რაც არის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მუხლების დარღვევა, რომლის რატიფიცირებაც საქართველოში 2002 წელს მოხდა”, – აცხადებს დენისოვა.
იგი მიმართავს უკრაინის ელჩს, რომ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს კონსულის დახმარება აღმოუჩინონ.
გარდა ამისა, დენისოვამ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს დაგმოს საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს