ლუკა კურტანიძე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
ჭიდაობის ფედერაციის ექსპრეზიდენტი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად.
ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს ხათუნა მიქაცაძეს დღეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
თაგები:
ლუკა კურტანიძე




