
ავტორი
Front News საქართველო
15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას აპროტესტებს.
გარდაცვლილის ოჯახი ახლა სამართლებრივ გზას ეძებს, თუ როგორ შეიძლება ჩოლოიანმა სასჯელი სრულად მოიხადოს.
“ის უდოს კომისიამ კარგი ყოფაქცევის და მსგავსი არგუმენტებით გაათავისუფლა. რასაკვირველია, ჩვენ გავარკვევთ, რა სამართლებრივი გზით შეიძლება გავასაჩივროთ და შეეფარდოს სხვა სასჯელი მარიანა ჩოლოიანს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ გასაჩივრებული გვქონდა ისედაც ის სამი წელი, რაც მისჯილი ჰქონდა. ვითხოვდით 5 წელს და აღმოჩნდა, რომ წელიწადნახევარში გამოაძვრინეს ციხიდან. ცივსისხლიან ადამიანებს ციხიდან არ უნდა უშვებდნენ, თორემ დაგვენგრევა თავზე ქვეყანა”, – განაცხადა “რუსთავი 2”-თან ლუკა სირაძის ძმამ ბექა სირაძე.
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მოზარდისთვის ჩვენების იძულებაში ედებოდა ბრალი. მას 3 წელი ჰქონდა მისჯილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს