
ავტორი
Front News საქართველო
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის აშშ-თან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა დონალდ ტრამპთან არ უნდა ჰგავდეს "ვასალს და იმპერატორს შორის შეხვედრას“.
"ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი და ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმების საგანი. როგორც კი ამას ქვედა დონეზე დავასრულებთ, მზად ვართ, შევხვდეთ დონალდს და ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ "ქედი მოიდრიკოს და რამე ითხოვოს“ ვაშინგტონისგან.
„სიმართლე არ არის, რომ მე მწვავს სურვილი, ვესტუმრო შეერთებულ შტატებს და ხელი ჩამოვართვა დონალდ ტრამპს. მე არ ვარ ზელენსკი, რომელიც დონალდ ტრამპთან გაიქცევა და ფულს ან იარაღს ითხოვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
თაგები:
ალექსანდრ ლუკაშენკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს