Logo

ლვოვზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 32 დაშავდა

უკრაინა
06.07.2023 / 09:59
Frontnews image description

ლვოვზე ღამის რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32 ადამიანამდე გაიზარდა.

 

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, 08:20 საათის მდგომარეობით დაღუპულია 4 და დაშავებულია 32 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

 

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

 

ღამით რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათ გაისროლეს 10 “კალიბრის” რაკეტა, მათგან 7 უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.

 

ქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ორ სადარბაზოში მე-3 და მე-4 სართულები განადგურდა.

 

ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ დაბომბვას უწოდა “ყველაზე დიდი თავდასხმა ლვოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ”.

თაგები:

ლვოვი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები