
ავტორი
Front News საქართველო
დღეს უნგრეთში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც გამარჯვებული პარტიის "ტისას" ლიდერი პეტერ მადიარი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
ახლად არჩეული პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მადიარის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა - 140 მომხრე, 54 - წინააღმდეგი.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს "ტისას" თავმჯდომარის მოადგილე აგნეს ფორსტჰოფერი. მის დანიშვნას მხარი დაუჭირა პარლამენტის 193-მა წევრმა, 2 წინააღმდეგი იყო.
ახალი სპიკერის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ევროკავშირის დროშის პარლამენტის შენობაში დაბრუნება იყო. ეს 12 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სხდომას არ დასწრებია.
12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციურმა პარტიამ "ტისა" პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და მას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
თაგები:
პეტერ მადიარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს