
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს 2026 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი იქნებიან საკუთარი ძაღლები გაისეირნონ აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ, დადგენილია ალტერნატიული პირობები, კერძოდ, მეპატრონეს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე საქართველოში წლებია მოქმედებს. ამ წესის დარღვევისათვის სანქციის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებებით კი ჯარიმა გაიზარდა 150 ლარამდე, 2026 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ჯარიმა უცვლელი რჩება.
თაგები:
მაია ბითაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს