Logo

მაია ბითაძე - ჩვენ თვითდაპატიმრებების ძალიან დიდი სერია გვქონდა და აქ უკვე არა 6 და 7-თვიან, არამედ 9-წლიან სასჯელზე წავიდნენ

პოლიტიკა
308
Frontnews image description

ის მოქალაქეები, რომლებიც  არ არიან კმაყოფილები “ ქართული ოცნებით” მათაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რევოლუციებს რაც არ უნდა მშვიდობიანი იყოს ის, რა შედეგები მოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ეს ჩვენს ზურგზე გვაქვს გამოცდილი დაწყებული ჩვენი ბავშვობიდან, ასე რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობასაც არ უნდა აქ ძალადობა,-  ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები თვითდაპატიმრებით ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ, რამდენადაც მათ  დადასტურებული იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა.

“ამიტომ იყო აქ ზუსტად ისინი ვერ ამბობდნენ და ბუნდოვანებაში შეიყვანეს თავისი ამომრჩეველი, გაურკვეველია რისთვის მიიყვანეს და მეორე საკითხია თვითონაც იყვნენ გაუგებრობაში ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა რისკზე წავიდნენ და ერთია რომ ჩვენ თვითდაპატიმრებების ძალიან დიდი სერია გვქონდა და აქ უკვე თვითდაპატიმრების არა 6 და 7-თვიანი განზომილება გვაქვს, არამედ აქ პრაქტიკულად 9-წლიან სასჯელზე წავიდნენ და ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ არცერთი მათგანი თავს არ გაწირავდა, თუ მათ არ ექნებოდათ იმის დადასტურებული იმედი, რომ სადღაც რაღაც ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა. აქ არ იყო რეალურად ხალხის რაოდენობაზე გათვლა, რეალურად ეს ხალხიც მოატყუეს, ისევე როგორც ატყუებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და სხვათა შორის, დღესაც ატყუებენ მათი მედიასაშუალებებით, 20%-ით და რაღაცებით მანიპულირებენ. კვლავ აგრძელებენ ამ ხალხის მოტყუებას”, - განაცხადა მაია ბითაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

Advertisement