მაია ბითაძე - თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის

ავტორი
Front News საქართველო
აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, "ნაცები" ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილის მოადგილე იყო, როდესაც ავიწყდებათ, რომ ზუსტად მათი კოლეგა, ზაზა თავაძე იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ, ეშლებათ, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, უნდა გაიხსენონ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგებზე საჯარო მოხელეებს "ნახირივით ერეკებოდნენ", ხოლო, თუ ვინმე არ წავიდოდა, მისი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიები იწყებოდა.
"როდესაც საჯარო მოხელეებზე საუბრობთ, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის. ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად ნახირივით "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა ოჯახის წევრებს. დღეს აქ ბედავთ და რომელიმე ჩვენგანს "ნაციონალს" უწოდებთ, იმის გამო რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა?! კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თავი შეიკავეთ იმ ადამიანებმა, რომელთა გარემოცვა არის ძირძველი ნაციონალური მოძრაობის წევრები და არა იმ დროის ტექნოკრატები, ბიუროკრატები და საჯარო მოხელეები. თავი შეიკავეთ "ქართულ ოცნებაზე" ამ რეჟიმში საუბრისგან", - განაცხადა მაია ბითაძემ.
თაგები:
მაია ბითაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


