
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო დაადგენს მზია ამაღლობელის საქმეში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 საქმიდან სამი და ძირითადი საქმეც უკვე გასაჩივრებულია.
"სტრასბურგში არის გაგზავნილი 4 საქმე მზიასი. პირველ საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება პატიმრობას, პატიმრობის უსაფუძვლობას, კომუნიკაცია დაწყებულიც და დასრულებულიც არის და გადაწყვეტილებას ველოდებით, უკვე განხილვაშია. შემდეგი სამი და ძირითადი საქმეც უკვე გასაჩივრებულია, სასამართლოს ნომერი უკვე მინიჭებული აქვს და რეგისტრაციაში გატარებულია. შესაძლებელია ერთობლივად იმსჯელოს სასამართლომ ყველა ჩვენ საჩივარზე, შესაძლებელია, ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილება მიიღოს პატიმრობასთან დაკავშირებით და შემდეგ დანარჩენზე. არაფერი არ დამთავრებულა ქვეყნის შიგნით, ცხადია და ველოდებით გადაწყვეტილებებს, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო დაადგენს მზია ამაღლობელის საქმეში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას" - განაცხადა მაია მწარიაშვილი.
მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
თაგები:
მაია მწარიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს