
ავტორი
Front News საქართველო
ევროპა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ევროპა გვასწავლის ყველას, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორ ავაშენოთ დემოკრატია, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა გააგრძელებს განვითარების გზას და გაძლიერებას.
"ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავიცვათ დემოკრატია უკეთ. მინდა, გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მოლდოვა კვლავ აპირებს, მოლდაველ პარტნიორებთან ერთად კვლავ განიხილოს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა.
ევროპა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ევროპა გვასწავლის ყველას, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორ ავაშენოთ დემოკრატია. დარწმუნებული ვარ, ევროპა გააგრძელებს გზას და გაძლიერებას", - განაცხადა მაია სანდუმ.
"მომავლის შენება, ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" - ამ სლოგანით ერევანში პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება.
თაგები:
მაია სანდუ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს