მაია სანდუ კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა.
“დღეს კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩამოვედი. მე ვუგზავნი მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს უკრაინასა და მის ხალხს. მათი გამბედაობა უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ერთმანეთის დახმარების საკითხებს. მოლდოვა რჩება უკრაინის საიმედო მეზობლად“, – წერს სანდუ.
თაგები:
მაია სანდუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს