Logo

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

პოლიტიკა
96
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

"ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების, თანამშრომლობის გაღრმავებაზე არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობები და ამ პროცესში მხარდაჭერის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები