Logo

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა 

პოლიტიკა
228
Frontnews image description

დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ლუ შაიესთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.

"აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო არენაზე მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement