Logo

მაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა

პოლიტიკა
322
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე.

ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო ხედვა წარუდგინა.

მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები