Logo

მაკა ბოჭორიშვილი – კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი

პოლიტიკა
92
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი – კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი

დღეს კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარიზში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

"პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები