Logo

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა 

პოლიტიკა
167
Frontnews
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა 

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

„საუბარი ასევე შეეხო შუა დერეფნის განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები