
ავტორი
Front News საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიაში იმყოფებიან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს შეხვედრა გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის უფროს მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საიმონ მორდუსთან.
“მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ მოსალოდნელ შეფასებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
პარლამენტის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა ასევე გაიმართა ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მუდმივ წარმომადგენელთან ევროკავშირში, ელჩ ვილემ ვან დე ვორდესთან, სადაც საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და ევროინტეგრაციის პროცესში ბელგიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის პირებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ლევან ქარუმიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს