
ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს სეუტაში მიგრაციული კრიზისის ფონზე დახმარება შესთავაზა.
მისი თქმით, სანჩესთან საუბრისას ესპანეთს სოლიდარობა გამოუცხადა და „ყველა საჭირო დახმარება“ შესთავაზა, მათ შორის ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ მეშვეობით.
"მივესალმები მაროკოსთან მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის წყალობითაც დღეს უკვე 40 ათასზე მეტი ადამიანი დააბრუნეს სეუტიდან უკან, მაროკოში. ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრები მუდმივ კავშირზე იქნებიან, რათა ვითარებას ყურადღებით ადევნონ თვალი“, – წერს მაკრონი.
მისივე თქმით, საფრანგეთმა უკვე გაამკაცრა კონტროლი ესპანეთთან საზღვარზე და დამატებითი ზომები მიიღო იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც წინა წლებშიც მოქმედებდა.
"სეუტიდან შენგენის ზონის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება არ მოქმედებს, თუმცა გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრს დავავალე, საჭიროების შემთხვევაში, ესპანეთთან ჩვენს საზღვარზე კონტროლი გაემკაცრებინა. ამისთვის უკვე მობილიზებულია მობილური ძალების ოთხი დანაყოფი, ასევე ჩართულია ავიაცია და დრონები“, – წერს მაკრონი.
როგორც მან აღნიშნა, ეს ზომები ავსებს საფრანგეთის მიერ 2020 წლიდან გატარებულ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ესპანეთთან ერთობლივ დანაყოფებს და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებულ ძალისხმევას.
ბოლო 24 საათში ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 60 ათასი მიგრანტი შევიდა. სეუტაში მოხვედრის მცდელობისას 60-მდე ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთმა არალეგალური მიგრანტების უმრავლესობა მაროკოში დააბრუნა. ამასთან, იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილება სეუტაში მიგრანტების მასობრივ შესვლას უკავშირდება.
თაგები:
ემანუელ მაკრონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს