მაკრონი - პუტინი ჯერ კიდევ დროის მოგებას ცდილობს


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივას უპასუხა. მან ასეთ ნაბიჯს "არასაკმარისი“ უწოდა.
მისი თქმით, პუტინის წინადადება "პირველი ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი“.
"უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უძღვის“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ პოლონეთში, მატარებლიდან ჩამოსვლისას.
მისივე თქმით, პუტინი "გამოსავალს ეძებს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს".
11 მაისის ღამეს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
"ჩვენ ვთავაზობთ კიევს, რომ განვაახლოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ... მოლაპარაკებების განახლებას უკვე ხუთშაბათს (15 მაისი) სტამბოლში“, - განაცხადა პუტინმა და რითაც უარყო უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან.
თაგები:
ემანუელ მაკრონი