მალიარი – კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 241 კვ.კმ-ის დეოკუპაცია შეძლეს


ავტორი
Front News საქართველო
კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით დაახლოებით 241 კვადრატული კილომეტრის ფართობის დეოკუპაცია შეძლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, დეოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, კვირაში ერთხელ ახლდება, რადგან დღითი დღე არასტაბილური მდგომარეობაა და დამცველები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უნდა გამაგრდნენ.
“მაგალითად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თუ ბახმუტის მიმართულებაზე ვსაუბრობთ, იქ ორი კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა და ერთად უკვე 37 კვადრატული კილომეტრი. თუ სამხრეთით – 12-ზე მეტი (კვადრატული კილომეტრი) გათავისუფლდა გასულ კვირას და ერთად – 204 კვადრატულ კილომეტრზე მეტი“, – განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, ახლა უკრაინელი სამხედროები ეტაპობრივად აგრძელებენ წინსვლას ყველა მიმართულებით.
უკრაინის დამცველები კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისიდან აგრძელებენ. მათი წარმატებები უკვე ფიქსირდება ფრონტის გარკვეულ სექტორებში.
კერძოდ, მათ მოახერხეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია. ცოტა ხნის წინ მათ შეძლეს რუსებისგან გაეთავისუფლებინათ სოფელი სტარომაიორსკოე.
ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა ხდება ბახმუტთან, სადაც ისინი მიიწევენ ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით. დასახლების მახლობლად დომინანტური სიმაღლეები უკრაინელ სამხედროებს უჭირავთ.
როგორც ივლისის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, ბახმუტის დეოკუპაციისთვის ყველა პირობა უკვე შექმნილია.
თაგები:
ანა მალიარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს