მალხაზ მაჩალიკაშვილი – გაერთიანებული ოპოზიციიდან 5 ნომრით გავალ


ავტორი
Front News საქართველო
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
მაჩალიკაშვილი არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავა.
“დამოუკიდებლად კენჭისყრაზე უარი მქონდა ნათქვამი, არ ვაპირებდი. შემდეგ, მთელი ძალისხმევის შემდეგ სოფლიდან ვერცერთმა გაბედა ოპოზიციის მხრიდან წასულიყო კანდიდატად და ასე თუ ისე, იძულებული გავხდი თვითონ დავმდგარიყავი.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს “ნაციონალური მოძრაობა” იქნება, “ლეიბორისტები”, “ლელო”, თუ ნებისმიერი, ჩემთვის მთავარია, “ქართულ ოცნებას” შევებრძოლო. გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავალ. ყველა პარტიის მხარდაჭერა მაქვს გარდა “ქართული ოცნებისა”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
თაგები:
პანკისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს